ავტობუსების მასშტაბური ავარია თურქეთში – დაღუპულია 10 და დაშავებულია 57 ადამიანი

თურქეთში, საქარიას პროვინციაში, ჩრდილოეთ მარმარის გზატკეცილზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯაჭვური ავარიაში 7 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 3 ავტობუსი მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი. 57-მა კი დაზიანებები მიიღო, მათგან 8-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცავებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების 7-ვე მძღოლი დააკავეს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:36 საათზე მოხდა. ავარიის გამო, ავტომაგისტრალზე სტამბულის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების 30 მანქანით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საკარიას მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.