RIA: პუტინის წარგზავნილი ვაშინგტონში ჩავიდა მოსალაპარაკებლად

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარგზავნილი ინვესტირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება მოსალაპარაკებლად, ავრცელებს ცნობას Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა სახელმწიფო სააგენტო RIA-ს.
RIA-ის ინფორმაცია მიაწოდა წყარომ, რომლის ვინაობას სააგენტო არ იტყობინება.
Axios-ი წყაროზე დაყრდნობით აკონკრეტებს, რომ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდება. მოლაპარაკებები შესაძლოა მაიამიში გაიმართოს.

CNN-მა უფრო ადრე გაავრცელა ცნობა, რომ დმიტრიევი აპირებდა ტრამპის ადმინისტრაციის
ოფიციალურ პირებთან შეხვედრას “აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარშემო დისკუსიის გასაგრძელებლად”.
დმიტრიევის ვაშინგტონში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში შესაძლო შეხვედრა გაუქმდა. შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო