Reuters – ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კვიპროსელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა მცირე ზომის გემმა ლარნაკის პორტი პარასკევს საღამოს დატოვა და ღაზის სექტორის მიმართულებით გაემართა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ World Central Kitchen-მა ღაზაში მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ს თავდასხმის შედეგად, მისი 7 თანამშრომელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ