ექიმი – პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა.

ექიმის თქმით, პაციენტი “შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით”.

“ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.“ , – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს გვიან ღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის