Reuters – უნგრეთში „მშვიდობის მარში“ მიმდინარეობს

უნგრეთში „მშვიდობის მარში“ მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
1956 წლის უნგრეთის რევოლუციის წლისთავზე, ბუდაპეშტში „მშვიდობის მარშს“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ათიათასობით მხარდამჭერი შეუერთდა.
„დღეს მსოფლიოს მესიჯს ვუგზავნით: უნგრეთი ომზე უარს ამბობს! ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით! ჩვენს შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გავგზავნით“, – დაწერა ორბანმა X-ზე.
მსვლელობის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს, წარწერით: „უკრაინისთვის სიკვდილი არ გვინდა“.
უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ მსვლელობის საპასუხოდ დღეს ბუდაპეშტში პიტერ მაგიარის ოპოზიციური პარტია, „ტიზა“ საპროტესტო აქციას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან