Reuters – საფრანგეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა

საფრანგეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფრანგმა დეპუტატებმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ორ შუამდგომლობას არ დაუჭირეს მხარი.
მემარცხენე პარტია, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წინადადებას ხმა 271-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ შუამდგომლობას მხარი 144-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ლეკორნუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის 289 ხმა იყო საჭირო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სებასტიან ლეკორნუ 10 ოქტომბერს, თანამდებობიდან გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო