Reuters – საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისისა და იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა.
საფრანგეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აღდგენა მოითხოვეს.
„ღაზაში მართვა, კანონისა და წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, ისევე როგორც პალესტინის ტერიტორიებზე, გაძლიერებული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!