Reuters – „სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება

„სამშვიდობო შეთანხმებაზე” უკრაინის იძულებისთვის აშშ სადაზვერვო მონაცემების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების და იარაღის მიწოდებების შეწყვეტით დაიმუქრა, რათა აიძულოს ის, დაეთანხმოს აშშ-ის მედიაციით შექმნილი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოზე“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში ორ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, აღნიშნეს, რომ კიევი ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვიდრე ნებისმიერი წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, და აშშ-ის სურს, რომ უკრაინას შეთანხმების ჩარჩოს 27 ნოემბრამდე მოაწეროს ხელი.
„მათ სურთ, რომ ომი გააჩერონ და სურთ, რომ უკრაინამ გადაიხადოს ფასი“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ