Reuters – რუსული და ჩინური სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეფრინდნენ

რუსული და ჩინური სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეფრინდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების განცხადებით, შვიდი რუსული და ორი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დაახლოებით დილის 10 საათზე შევიდა.
ჩინურ და რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს სამხრეთ კორეის ტერიტორიული საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ცნობით, რუსული და ჩინური თვითმფრინავების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის საჰაერო სივრცეში საკუთარი ავიაგამანადგურებლები განალაგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”