Reuters – მარკ კარნიმ და ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში გამართული შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს

მარკ კარნიმ და ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში გამართული შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, – ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სამხრეთ აფრიკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში პირდაპირ უნდა მონაწილეობდეს, მისი ინტერესები დაცული უნდა იყოს და შეთანხმება უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს უნდა მოიცავდეს.
ამასთან, მარკ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.
კარნის ცნობით, „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოკავშირეების პოზიცია ვაშინგტონს უკვე გადასცეს.
„პრეზიდენტ ტრამპთან დარეკვა და პოზიციის გაზიარება თითოეულ ჩვენგანს არ სჭირდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგი შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შორის შედგება. ჩვენ პირველი პუნქტი მოგვწონს, რომელიც ამბობს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, ეს კარგი დასაწყისია“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”