Reuters-ი – ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოთხ რეგიონულ და ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თეირანი „ჰუსიტებს“ უახლესი მოდელის დრონებს, საკრუიზო რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და საშუალო მანძილის რაკეტებს აწვდის.
ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურები დაჯგუფებას დაზვერვის მონაცემებს უზიარებენ, იმის შესახებ, თუ რომელი გემი მიემართება ისრაელისკენ.
„რევოლუციური გვარდია „ჰუსიტებს“ სამხედრო წვრთნებში ეხმარებოდა. „ჰუსიტების“ მებრძოლები გასულ თვეში ირანში იმყოფებოდნენ და რევოლუციური გვარდიის ბაზაზე წვრთნები გაიარეს, რათა ახალი ტექნოლოგიებისა და რაკეტების გამოყენებას გასცნობოდნენ“, – განუცხადა Reuters-ს ირანულმა ანონიმურმა წყარომ.
ირანული წყარო აცხადებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურებს იემენის დედაქალაქ სანაში სამეთაურო ცენტრი აქვთ და წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებს ზედამხედველობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..