Reuters – ისრაელმა აშშ-სგან MK-84 ბომბების ტვირთი მიიღო

ისრაელმა შეერთებული შტატებისგან MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების ტვირთი მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საბრძოლო მასალის ტვირთი, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივს საჰაერო ძალებისთვის და ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი ალიანსის დამატებითი მტკიცებულებაა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 2 000 ფუნტიანი (დაახლოებით 900 კგ-იანი) MK-84 ტიპის საავიაციო ბომბების გაგზავნა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მჭიდროდ დასახლებულ ღაზას სექტორში მათი გამოყენების შემთხვევაში, მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ეს გადაწყვეტილება იანვარში გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!