ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს სამი მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა.
მანამდე, ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქალაქ კუხდაშტში ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უფლებადაცველი ჯგუფის ინფორმაციით, არეულობას კიდევ ერთი ადამიანი ისპაჰანის პროვინციაში ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.




