საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, – ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა.
„დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოებისა და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები – წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის დაფუძნებაზე – კარგია, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ კულტურის, რწმენის, ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ