Reuters – დონალდ ტრამპი დღეს მარკ კარნის შეხვდება

დონალდ ტრამპი დღეს მარკ კარნის შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის უმასპინძლებს.
შეხვედრაზე მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
„დარწმუნებული ვარ, ვაჭრობა განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს თეთრ სახლში მარკ კარნის მეორე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო