POLITICO: ანტონიო კოსტას განცხადებით, 6 მარტს ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას განცხადებით, 6 მარტს ევროპელი ლიდერები უკრაინის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

“ჩვენ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ დროში ვცხოვრობთ.

ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციების დროს მე მოვისმინე ერთობლივი ძალისხმევის შესახებ, მივიღოთ ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები: ევროპის თავდაცვის გაძლიერება, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისთვის გადამწყვეტი წვლილის შეტანა და უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება”. – განაცხადა კოსტამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკულ მომენტში გააკეთა, მაშინ, როდესაც რუს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა ევროკავშირში შეშფოთებები გააჩინა, რომ ში მიმდინარე ომის შესახებ პოტენციური შეთანხმება მოლაპარაკებებში ს ჩართულობის გარეშე შესაძლოა, იქნას მიღწეული.

ამის პარალელურად, ვაშინგტონსა და მოსკოვში -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვლის დასასრულსაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, 18 თებერვალს ს დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან