PACE-მ რუსეთს დიქტატურა უწოდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს კი – პუტინის თანამზრახველები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საიტზე გამოქვეყნებულია ტექსტი ახლახან მოწონებული რეზოლუციისა, რომელიც მიიღეს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს კოლონიაში სიკვდილთან დაკავშირებით 16 თებერვალს. რეზოლუცია შეიცავს წინადადებას, გამკაცრდეს ს ხელისუფლების მიმართ ზომები, ნავალნის სიკვდილზე კი ნათქვამია, რომ ეს იყო მკვლელობა, რომლისთვისაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს. PACE ასევე გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაუწესდეს 50-მდე ადამიანს, რომლებიც, ასამბლეის აზრით, პირდაპირ არიან დაკავშირებული ნავალნის დევნასთან (ზოგი მათგანი უკვე არის სანქციების სიებში).
„ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად დიქტატურად იქცა,“ ნათქვამია რეზოლუციაში. დოკუმენტის თანახმად, პუტინის რეჟიმი „‘რუსული სამყაროს' ნეოიმპერიული იდეოლოგიით“ ხელმძღვანელობს მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. აღნიშნულია, რომ ამ იდეოლოგიის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქ კირილეს მეთაურობით. ეს დახასიათებულია როგორც „რელიგიის ბოროტად გამოყენება და ქრისტიანული მართლმადიდებლური ტრადიციის დამახინჯება“, ის შეიცავს მოწოდებას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა მიჩნეულ იქნეს პუტინის რეჟიმის სავარაუდო ბოროტმოქმედებათა თანამონაწილედ.
რუსეთში მარტში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს რეზოლუციაში არალეგიტიმური ეწოდება.
დოკუმენტი შეიცვას მოწოდებას, რომ აუცილებელია: უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდება; რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება; რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა ან გაცვლისთვის ბრძოლა; რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად; და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აგრესიის სავარაუდო დანაშაულის გამოსაძიებლად. PACE-ში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უნდა მიჩნეულ იქნეს კანონიერ სამხედრო სამიზნეებად.
რეზოლუცია აგრეთვე შეიცავს მოწოდებას, რუსეთისა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან წარმოებულ იქნეს დიალოგი, კერძოდ – მათთან კონტაქტებისთვის დაინიშნოს სპეციალური მომხსენებელი.
რუსეთი ევროპის საბჭოდან გააძევეს ში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. შესაბამისად, ის არ მონაწილეობს PACE-ს მუშაობაში. PACE-ს რეზოლუციები არსებითად სარეკომენდაციო ხასიათისაა: ასამბლეას არ შეუძლია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მათი შესრულება დაავალდებულოს.
ხუთშაბათს PACE-ში გამოვიდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას ცოლი ევგენია. ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ის კოლონიაში იხდის სასჯელს. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ის შეიცავს მოწოდებას მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ