დიტო სამხარაძე „გორგიას“ შეთავაზებაზე – ეს ნაძირლები…

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, სადაც მოქალაქეებს აირწინაღების და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად ფილიალებში ელოდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ“.

„ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო! ეს პრასტიტუტკები“, – წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, „გორგიას“ ფეისბუქ გვერდზე დღეს შემდეგი შინაარსის შეთავაზება გავრცელდა: „ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ – ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!