NYT – ირანში თავდასხმა ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე განხორციელდა

ირანში, ისპაჰანის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ განახორციელა თავდასხმა.
The New York Times-ს ორმა ისრაელელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განუცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა.
შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში : ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებულია.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.