NDI: ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, რაც მას და მის ოჯახს აწუხებს. 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 28%-სთვის – სიღარიბე.
შეკითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ 3 პასუხის არჩევის შესაძლებლობა), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· ფასების ზრდა/ინფლაცია – 37%.
· სამუშაო ადგილები – 35%
· სიღარიბე – 28%
· ტერიტორიული მთლიანობა – 23%
· პენსიები – 20%
· ხელფასები – 17%
· განათლება – 11%
· ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 8%
· ადამიანის უფლებები – 8%
· NATO-ში გაწევრიანება – 7%
· ევროკავშირში გაწევრიანება – 7%
· სამართლიანი – 6%
· რუსეთთან ურთიერთობა – 6%
· სიტყვის თავისუფლება – 5%
· საკუთრების თავისუფლება – 4%
· გარემოს დაცვა – 4%
· კორუფცია – 4%
· სამართლიანობის აღდგენა – 3%
· სასამართლო სისტემა – 3%
· კრიმინალი – 3%
· სხვა – 3%
· არ ვიცი – 3%
კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.