NDI: მოსახლეობის 62% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% თვლის, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება, 29% კი ფიქრობს, რომ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. 7% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იციან, 2%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი თქვა.