NDI: მოსახლეობის 47% პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა, 19%-მა – ქართული ოცნება, ხოლო 4%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 6%-მა არ იცოდა პასუხი და 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.