NDI: მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33%-ის აზრით – სწორი მიმართულებით, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ამასთან, NDI აღნიშნავს, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.