NDI-ის კვლევა: ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
კითხვაზე, “ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაქსიმუმ სამი პასუხი” – პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
· ფასების ზრდა/ინფლაცია – 37%
· სამუშაო ადგილები – 35%
· სიღარიბე – 28%
· ტერიტორიული მთლიანობა – 23%
· პენსიები – 20%
· ხელფასები – 17%
· განათლება – 11%
· ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – 8%
· ადამიანის უფლებები – 8%
· NATO-ში გაწევრიანება – 7%
· ევროკავშირში გაწევრიანება – 7%
· სამართლიანი – 6%
· რუსეთთან ურთიერთობა – 6%
· სიტყვის თავისუფლება – 5%
· საკუთრების უფლება – 4%
· გარემოს დაცვა – 4%
· კორუფცია – 4%
· სამართლიანობის აღდგენა – 3%
· სასამართლო სისტემა – 3%
· კრიმინალი – 3%
· სხვა – 3%
· არ ვიცი – 3%