“MLS-ში 80 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნებოდა” – ჯუზეპე როსი ლიონელ მესიზე

ცნობილმა იტალიელმა თავადამსხმელა ჯუზეპე როსიმ, რომელიც MLS-ში Real Salt Lake-ში ბურთაობდა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
“თუ დღეს მესის თამაშებს უყურებთ, კარგად დაინახავდით იმას, რომ ის 80 წლის ასაკშიც MLS-ში საუკეთესო იქნებოდა. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
ვის შეუძლია შეავსოს MLS-ში არსებული სიცარიელე, როდესაც ის გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას? ვფიქრობ, რომ ეს პრობლემად იქცევა”, – ციტირებს როსის სიტყვებს Goal.