Microsoft-ი იაპონიაში 2.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

მicrosoft-მა გამოაცხადა, რომ 2 წლის განმავლობაში, იაპონიაში 2.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ხელი შეუწყოს.
„ეს არის Microsoft-ის ყველაზე დიდი ინვესტიცია იაპონიაში მის 46-წლიან ისტორიაში. აღნიშნული ინვესტიციები იაპონიისთვის არსებითი ინგრედიენტია, რათა ააშენოს ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკა,“ – განაცხადა ბრედ სმიტმა, Microsoft-ის პრეზიდენტმა.
სმიტის თქმით, ინვესტიცია მოიცავს „უფრო მოწინავე გამოთვლითი რესურსების“ მიწოდებას, მათ შორის მძლავრი გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU), რომლებიც გადამწყვეტია AI აპლიკაციების გასაშვებად.

ასევე დაგაინტერესებთ