ISSA – საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.
კითხვაზე: თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით?
საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33.0%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 6.6% თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.
თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 19.8%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 74.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 2.5%-ი თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება. თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.7%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.
„რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 38.5%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 50.0%-ი თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 8.4%-ი თვლის, რომ არცერთი (არ წაუკითხოთ) მიმართულებით ვითარდება. რეგიონების მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 3.1%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე“, – ნათქვამია კვლევაში.