ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

„არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს.
„როდესაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა არჩევნები საქართველოში, მოხდა ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ [ISFED] და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღესაც მუშაობს და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შექმნია. ეს ერთ ადამიანს რომ გადააბრალეს, ასე კი არ იყო, ორგანიზაციის პრობლემა იყო. დღეს კი ცდილობენ, შეცდომა დაარქვან, მაგრამ ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს იმ ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, როგორ ატარებს არჩევნებს, ან ცესკო როგორ ატარებს არჩევნებს. შესაბამისად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ცესკო ასე იქცევა, მაგრამ ISFED-ი, სხვებთან ერთად, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით დღეს უკვე, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ“-განაცხადა მ.
Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს

ასევე დაგაინტერესებთ

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 14 წლამდე პირებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის ინიციატივა, არამედ საკანონმდებლო პაკეტიც, რომლის ფარგლებში მკაცრდება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შესაძლოა არასრულწლოვანები საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს

იქნებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ნაკვეთები დაარეგისტრიროს ისე, რომ მისასვლელი გზა დაუტოვონ მის მესაკუთრეს, რადგან ძალიან ბევრი პრობლემური შემთხვევაა ამასთან დაკავშირებით