Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.
სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.
პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21-მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიც გაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.
დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
დემო დღის მონაწილე სტარტაპები: