G20-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია არგენტინაში, თურქეთსა და რუსეთშია – Tradingeconomics.com

G20-ის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია არგენტინაში, თურქეთსა რუსეთშია. Tradingeconomics.com-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში არგენტინაში ინფლაციის დონემ 276%-ს მიაღწია, თურქეთში – 67%-ს, რუსეთში – 7.7%-ს. ეკონომიკური პორტალი აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაციას პანდემიის პიკის დროს არსებულ ამავე მაჩვენებელს ადარებს და წერს, რომ 2022 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 85.5% იყო და ხოლო პანდემიის პიკში რუსეთში – 17.8%.
Tradingeconomics.com-ის მიხედვით, პანდემიის დროს ინფლაცია მაღალი 11.8% იყო იტალიაში – რაც ახლა 0.8%-მდეა შემცირებული; ბრაზილიაში აღნიშნული მაჩვენებელი 12.1%-დან – 4.5%-მდე შემცირდა, დიდ ბრიტანეთში 11.1%-დან 3.4%-მდე, ესპანეთში – 10.8%-დან 2.8%-მდე.
პორტალის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიის შემდეგ ინფლაცია G20-ის ყველა ქვეყანაში შესუსტდა. მაგალითისთვის – 20%-ითაა შემცირებული თურქეთში, 10%-ით რუსეთში, 8%-ით ესპანეთში და 211%-ით იტალიაში.
Tradingeconomics.com-ის მონაცემებით, G20-ის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებელი პანდემიასა და 2024 წლის თებერვალში ასეთია:
ქვეყანა / ინფლაცია (2024 წლის თებერვალი) / ინფლაცია COVID-ის პიკის დროს
არგენტინა – 276.0% — —
თურქეთი – 67.1% – 85.5% – ოქტომბერი 2022 წელი;
– 7.7% – 17.8% – აპრილი 2022 წელი;
სამხრეთ აფრიკა – 5.6% – 7.8% – ივლისი 2022 წელი;
ინდოეთი – 5.1% – 7.8% – აპრილი 2022 წელი;
ბრაზილია – 4.5% – 12.1% – აპრილი 2022 წელი;
მექსიკა – 4.4% – 8.7% – სექტემბერი 2022 წელი;
ავსტრალია – 4.1% – 7.8% – დეკემბერი 2022 წელი;
გაერთიანებული სამეფო – 3.4% – 11.1% – ოქტომბერი 2022 წელი;
შეერთებული შტატები – 3.2% – 9.1% – ივნისი 2022 წელი;
სამხრეთ კორეა – 3.1% – 6.3% – ივლისი 2022 წელი;
საფრანგეთი – 3.0% – 6.3% – თებერვალი 2023 წელი;
კანადა – 2.8% – 8.1% – ივნისი 2022 წელი;
იაპონია – 2.8% – 4.3% – იანვარი 2023 წელი;
ესპანეთი – 2.8% – 10.8% – ივლისი 2022 წელი;
ინდონეზია – 2.8% – 6% – სექტემბერი 2022 წელი;
გერმანია – 2.5% – 8.8% – ნოემბერი 2022 წელი;
– 1.8% – 6.2% – ივნისი 2021 წელი;
იტალია – 0.8% – 11.8% – ოქტომბერი 2022 წელი;
ჩინეთი – 0.7% – 2.8% – სექტემბერი 2022 წელი.

ასევე დაგაინტერესებთ