აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” კამპანია აღადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის “მერყეობდა” ბრძანების მოწერაზე და “არ გაუხარდა ამის გაკეთება” და აღნიშნა, რომ მისი ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ძალიან მკაცრია ირანის მიმართ.
“იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება,” – განაცხადა ტრამპმა.
კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს “მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა” განახორციელოს ირანზე სანქციების სერიის მეშვეობით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტს დაემთხვა, აღნიშნავს Fox News.