Firefighter – სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი სონგრაითერი და პროდიუსერი, დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. კლიპის რეჟისორი კი ზაზა ორაშვილია.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე საქართველოს სახელით ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთექვსმეტედ შეეცდება. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს მ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.