Financial Times – ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორგანიზაციის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორგანიზაციის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ, – ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ევროპაში დივერსიული აქტების რაოდენობის ზრდის საპასუხოდ მიიღეს, რომლებსაც, დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, დიპლომატიური სტატუსის ქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუშები ახორციელებენ.
გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მყოფ რუს დიპლომატებს საზღვრების გადაკვეთამდე სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის თავიანთი მოგზაურობის გეგმების წინასწარ შეტყობინება მოუწევთ.
ჩეხეთის მიერ წამოყენებული ინიციატივა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული ახალი სანქციების პაკეტის ნაწილი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, პაკეტს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი ერთხმად უნდა დაუჭირონ. ამასთან, უნგრეთმა, რომელიც რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, ვეტო მოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო