FBI-ს ყოფილ ინფორმატორს ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებენ

-ში ცრუ ჩვენებისთვის ბრალი წაუყენეს გამოძიების ფედერალური ბიუროს(FBI) ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა ენერგოკომპანია Burisma-მ მილიონობით დოლარი გადაუხადა ჯო ბაიდენს და მის ვაჟს, ჰანტერს.
უცხოეთიდან აშშ-ში დაბრუნებული 43 წლის სმირნოვი 14 თებერვალს, ლას-ვეგასის აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი წაუყენა სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც უკანონო გარიგებებში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ვაჟის შესაძლო მონაწილეობას იძიებს. ჰანტერ ბაიდენი Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო 2014-2019 წლებში.
2020 წელს ალექსანდრ სმირნოვი ამტკიცებდა, რომ 2015-2016 წლებში, უკრაინული ენერგოკომპანიის ხელმძღვანელებმა უთხრეს, რომ ბაიდენის ვაჟი დაიქირავეს, რათა მამის სახელის გამოყენებით, რომელიც მაშინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, Burisma დაეცვა შეერთებულ შტატებში სხვადასხვა იურიდიული პრობლემისგან და მათ მოსაგვარებლად ჯო და ჰანტერ ბაიდენებს 5-5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
სპეცპროკურორ ვაისის თანახმად, სინამდვილეში სმირნოვი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა 2017 წელს, როცა ბაიდენი უკვე აღარ იყო ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო რაც შეეხება მილიონობით დოლარის გადახდას, სმირნოვმა ბაიდენს ცილი დასწამა, რადგან არ მოსწონდა როგორც პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სმირნოვს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავად ჰანტერ ბაიდენი, გამოძიების ფარგლებში, თებერვლის ბოლოს ჩვენებას მისცემს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს.
აშშ-ის ექს-პრეზიდენტი კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე აცხადებდა, რომ ში თავისი ვაჟის ბიზნესს ეხმარებოდა. ამ საკითხზე კონგრესში რესპუბლიკელებმა გამოძიებაც კი დაიწყეს, მათ შორის სმირნოვის ჩვენების საფუძველზეც.
Burisma-ს თემამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავად ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადებაში. 2019 წელს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც მაშინ დემოკრატები აკონტროლებდნენ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში და იმპიჩმენტი გამოუცხადა. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა სთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ტრამპის იმპიჩმენტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, რომელსაც იმ პერიოდში რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ.