ნატო ჩხეიძე: მაქვს თუ არა სრული უფლება ცის გახსნის თეორიაზე ვიფიქრო?!..

“სერიიდან:
სად რა როდის როგორ
ლამის დავიჯერო, რომ როცა მე ირაკლი ს მივმართავ, ცა იხსნება და რაღაც კოსმიური საშუალებებით აღწევს მის ყურამდე და ის კოსმიური იმპულსები პოზიტიურ მოქმედებასაც ავალდებულებს.
რატომ უნდა დავიჯერო?
არგუმენტები მაქვს და იმიტომ.
1-ლი არგუმენტი:
პრემიერად დანიშვნის დღეს ( თებერვალი იყო) სამი საკითხის მოგვარება მოვთხოვე, ცხადია, როგირც დეპუტატმა კანდიდატს,
რომ
1. შეეჩერებინა რესპუბლიკური საავადმყიფოს დანგრევა,.
რომ
2. ონკოლიგიური პაციენტებისთვის სრულად დაეფინანსებინათ საჭირო ანალიზები და
რომ
3. ნიქოზი/ გორის მატარებელი აემუშავებინათ.
და რა მოხდა?
მარტში რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნების განკარგულება გაიცა.
აპრილში ონკოპაციენტების ანალიზების დაფინანსება გაიზარდა
მაისში მადლობით მაცნობეს ნიქოზი/თბილისის მატარებლის მალე ამოქმედების შესახებ ( მთლად თბილისამდე, აბაა),
მე-2 არგუმენტი:
ახლა იყო და, ამ ერთი კვირის წინ, პრემიერმა რომ დააანონსა, მესამე მოსმენით პარლამენტი მიიღებს რუსულ კანონსო, თვითონ რომ თიკუნად გამჭვირვალობის კანონს ეძახიან, და მეორე დღესვე მე რომ პოლიტიკური განცხადება მქონდა, ანტიკონსტიტუციურია, პრემიერი რომ ამბობს, რა და როგორ უნდა გააკეთოს პარლამენტმა და მაგის უფლება არ ჰქონდა- მეთქი, –
გავიხედე და, აგერ დღეს, ვეტოს დავძლევთო, პარლამენტის თავ- რე ამბობს და პრემიერი კი მარტო უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნავს პრეზიდენტის ვეტოს მიმართ, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა მისი მხრიდან ასე პირდაპირ, პარლამენტი დასძლევს თუ არა ვეტოს.
არის თუ არა ეს არგუმენტები?!..
მაქვს თუ არა სრული უფლება ცის გახსნის თეორიაზე ვიფიქრო?!..
ჰოდა, ახლა ვნანობ, ნეტავ იმ თებერვლის დღეს
ან ბორდერიზაციის შეჩერებაზეც მეთქვა,
ან ვეტინგის დაწყებაზეც
და
ან კონსტიტუციის ყველა მუხლის, და განსაკუთრებით 78- ე მუხლის მტკიცე დაცვაზეც.
ჰოდა, კიდევ რომ არ ვინანო, იმასაც ვფიქრობ, რომ
იქნებ ახლაც გაიხსნას ის დალოცვილი ცა, როცა ზუსტად ისე და იმნაირად მივმართავ, “ ქაჯანაში” ეშმაკუნა კატო ბუბუნა ხმით როგორც გაიძახის:
წაადიით!.. წაადიიით!..
იქნებ ახლაც იმოქმედოს ჩემთვის აქამდე აუხსნელმა, მაგრამ უკვე აპრობირებულმა
მექანიზმმა და მისწვდეს მთლად ოცნებას, ჰა?..
წაადიიით!..
წაადიიით!..” – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა ფირცხალავა: საქართველოში აღზევებული ნეოფაშისტების უკან ზუსტად ის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც უკრაინაში წლების განმავლობაში ზრდიდნენ ნეოფაშისტებს