Euractiv – რობერტ ფიცო დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება

რობერტ ფიცო დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება, – ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფიცო ვაშინგტონში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანს, კრის რაიტს შეხვდება და „სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას გააფორმებს.

შეთანხმება სლოვაკეთში აშშ-სთან ერთად 15 მილიარდი ევროს ღირებულების ბირთვული რეაქტორის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!