EHang Holidings, მის მიერ წარმოებულ EH216-S მოდელის მფრინავ ტაქსებს Taobao-ზე ყიდის

travel and tour world-ის მიხედვით, ჩინური კომპანია EHang Holidings, მის მიერ წარმოებულ EH216-S მოდელის მფრინავ ტაქსებს Taobao-ზე ყიდის. ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე მოდელის ღირებულება $332,060-ია (2.39 მილიონი იუანი).
EHang Holidings-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, EHang-ის 216-S მოდელი ორი მგზავრის გადასაყვანადაა განკუთვნილი – 130 კილომეტრი საათის სიჩქარით, მაქსიმუმ 30 კილომეტრის მანძილზე. მფრინავი ტაქსები 1.93 მეტრის სიმაღლის და 5.73 მეტრის სიგანისაა, მაქსიმუმი ასაფრენი წონა 620 კილოგრამია.
EHang-მა ჩინეთის საავიაციო ორგანიზაციისგან უსაფრთხოების სერტიფიკატი ოქტომბერში მიიღო.
Taobao-ს ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე მოდელის რეკლამირებისთვის აღწერაში მითითებულია: „ინოვაციური გადაწყვეტა ურბანული ტრანსპორტისთვის“.