DW: ევროკავშირი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას

დღეს, 21 მარტს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი.
ორდღიანი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ა. მათ შორის განიხილება სთვის უკრაინაში შეჭრის გამო გაყინული აქტივებით მიღებული შემოსავლების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ.
ევროკომისიის წინადადებაა, რომ რუსეთისთვის გაყინული აქტივების მოგებიდან 90% დაიხარჯოს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.
გერმანულ მაუწყებელ DW-ს მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ უნგრეთის პოზიციის გამო. ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება ამ სახსრების გამოყენებას უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.
DW-ს წყაროს თანახმად, მეორე სადავო საკითხია ევროკავშირში გაწევრების საკითხზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების დრო. ევროპელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პროცესის დაწყებას ევროკავშირში ბელგიის თავმჯდომარეობის პერიოდში. წყარომ კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებაზე უარი თქვა.
ბელგია ევროკავშირის თავმჯდომარეა 2024 წლის 1 ივლისამდე. შემდეგ თავმჯდომარეობა 6 თვით უნგრეთს გადაეცემა.
ევროკავშირის ლიდერებმა 2023 წლის დეკემბრის სამიტზე მიიღეს კანდიდატ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. ამ სამიტზე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
2024 წლის იანვარში ევროკომისიამ დაიწყო მუშაობა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე – დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების წარმოების პრიცნიპებსა და პროცედურებს. ამ დოკუმენტს და მოლაპარაკებების დაწყების თარიღს ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.
2023 წლის 14 დეკემბერს, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე კენჭი უნდა ეყარათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის, ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დროებით დატოვა. მაშინ მედია წერდა, რომ იდეა გერმანიის კანცლერ შოლცს ეკუთვნოდა და ორბანმა წინასწარ იცოდა, რა მოხდებოდა დარბაზში მისი არყოფნის დროს.
დარბაზიდან ორბანის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყნის ლიდერებმა ხმა მისცეს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. იმის გამო, რომ უნგრეთს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, გადაწყვეტილება კანონიერად ჩაითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …