DRI ენგურის ხიდზე სატვირთო მანქანების საიდუმლო გადაადგილების შესახებ იუწყება

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ეჭვს გამოთქვამს ოკუპირებული ს ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე ში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
DRI-მ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, მათი საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა.
ორგანიზაციის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით 19:00 საათის შემდეგ კვეთდნენ, როცა რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა აკრძალულია ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. როგორც DRI შენიშნავს, აფხაზეთის დე ფაქტო და ს უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო- და ვიდეომასალაზე არ აღუბეჭდავთ.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” ასევე ახსენა თბილისში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის შორის გამართული შეხვედრა. „საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა.
„ქართული ოცნების“ მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ?!” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა.
DRI-ს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მის მიერ გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.
„ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის, ასე თუ ისე, ქართული NGO. იმედი მაქვს, რომ ამ NGO-ს დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება სწორედ უცხოური დაფინანსების მიერ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ კი „საქართველოს მტრებზე” ილაპარაკა. „ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ის ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი. პირდაპირ დავარქვათ სახელი. ვინც კი აბრალებს საქართველოს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, თან ეს ტყუილია, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს”, – თქვა დეპუტატმა.
ენგურის ხიდზე სატვირთო მანქანების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია 9 მარტს გაავრცელა აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა RESPUBLICA-მ. ის მიუთითებდა, რომ სატვირთოები უნომროდ გადაადგილდებოდნენ.
„რამდენიმე დღის წინ საქართველოდან სატვირთო მანქანები (მოხსნილი ნომრებით) შემოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ეს ტვირთი საქართველოში წაიღეს. რა სახის სტრუქტურებია ეს და რა მიზნებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, რომ მთელი ეს „საიდუმლო“ ოპერაცია ჩვენი ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელდა. ეს კადრები გადაღებულია დილით, ადრე ქალაქ გალში“, – ნათქვამია აფხაზური ტელეგრამ-არხის შეტყობინებაში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელისუფლების განცხადებების პასუხად აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ცდილობს.
„ჩვენ ვსვამთ კითხვებს, გამოვთქვამთ ვარაუდებს, იყო საფუძველი, რომ დაგვესვა ასეთი კითხვები კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მეორე ის, რომ უკვე თვეების და წლების განმავლობაში ვცდილობთ გავავრცელოთ ობიექტური ინფორმაცია. მაგალითად, მარტში რამდენჯერმე გაიზარდა და ძალიან დიდი რაოდენობით ხდება რუსულნომრიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება გალის ტერიტორიაზე. მათ შორის, ჩვენი წყაროები ჰყვებიან, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც გამშვებ პუნქტზე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მოხდა ამ ავტომობილების გადაადგილება სამეგრელოს მიმართულებით და პირიქით… ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია. როდესაც მათ არ აქვთ პასუხი, ცდილობენ კონტრშეტევას, დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის გამოყენებას”, – თქვა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 6 მარტს, დღის საათებში შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა თბილისში, საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფე „მელოგრანოში“ შედგა.
შეხვედრას შეესწრნენ ოპოზიციური პარტიის, ელენე ხოშტარიას „დროას“ წევრები ნათია ლეთოდიანი და ზურა სარჯველაძე. მათი განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანას ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ