DRI: ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა

ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის(DRI) ინფორმაციით, ში მიმდინარე ომის ფონზე, ს მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოლიტიკა აჩენს ეჭვს საქართველოს და საერთაშორისო კონტროლის მიღმა მყოფი ს ტერიტორიების, რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, შესაძლო გამოყენების შესახებ.
DRI-ის ცნობით, ორგანიზაციას საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.
“მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ.” – ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი ასევე წერს, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, ს რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ “კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა”.
“ქართული ოცნების მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ? ცხადია, აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა რუსეთთან თანამშრომლობისას მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამ კონტექსტში, რიტორიკული კითხვა ჩნდება, რამდენად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მის მიერ რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად მონათლული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან?” – წერს DRI.
7 მარტს პარტია დროამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი ქართული ოცნების დეპუტატსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.
ხიდაშელისა და ვოლსკის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფე მელოგრანოში შედგა, რისი დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალა დროამ გამოაქვეყნა.
გია ვოლსკი დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ხიდაშელის ინიციატივით შედგა, თემები, რომლებიც ოცნების პოლიტიკას დაუპირისპირდებოდა არ განხილულა.