CNN –„სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ

ამერიკის შეერთებული შტატებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, შტატების უმეტესობაშისაარჩევნო უბნები დახურულია. კერძოდ, ამ დროისთვის, კენჭისყრა დასრულებულია : აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალაბამაში, მეინიში, მასაჩუსეტსში, ოკლაჰომაში, ტენესსა და არკანზასში.
CNN-ის პროგნოზების თანახმად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ალაბამაში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესში, ოკლაჰომაში, მეინიში, არკანზასსა და ტეხასში. ასევე CNN-ის პროგნოზით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ლიდერობს ალაბამაში, აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მეინიში და მასაჩუსეტსში.
„სუპერ სამშაბათის“ დროს „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავიანთ კანდიდატებს 15 შტატში ირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი