CNN – ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის -ში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრი კირილოვი მოლაპარაკებებისთვის -ში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი აშშ-ში „ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა“. მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრებს გამართავს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, „რათა გააგრძელოს საუბრები აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კირილოვის ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ კრემლის უარით გამოწვეული აშშ-ის იმედგაცრუებისა და ტრამპის მიერ პუტინთან შეხვედრის გაუქმების ფონზე ხდება. ასევე, ტრამპის ადმინისტრაციამ 22 ოქტომბერს სანქციები შემოიღო რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის – „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ და მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დათანხმებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”