


ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია15:27/16-03-2026+-რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში

როგორც “მოსკოვის მექანიზმი“ არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთოდ
ალისონთან კონტრაქტის გაგრძელებამ, შეიძლება გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ წასვლა გამოიწვიოს, –
მოდელი მეგი ვიბლიანი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს:“სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან ქართველები. სიცოცხლის
23 ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარება და წერს:
„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს
ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს
როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, მას გასდის ვადა ივნისში ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა. „მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყულევთან და „იმედთან“ დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამ კაცს გასდის ვადა ივნისში და საბოლოო ჯამში, ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა“, – განაცხადა პრემიერმა.