Bloomberg: თურქეთი ე.წ. აგენტების კანონის მიღებას გეგმავს

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას გეგმავს.
კანონპროექტი, რომელსაც თურქეთის პარლამენტში მომავალ დღეებში განიხილავენ, Bloomberg-ის მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ისეთი სუბიექტების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ”.
გამოცემის ინფორმაციითვე, “აგენტის” საქმიანობისთვის სასჯელი თავისუფლების 7 წლით აღკვეთაც შეიძლება იყოს.
“გადაწყვეტილება იმ უფრო ვრცელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ დააინიცირა. ის მსგავსია საქართველოში ახლახან მიღებული კანონისა, რამაც დასავლური სახელმწიფოების კრიტიკა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტების დაწყება გამოიწვია. რუსეთს კრიტიკის ჩასახშობად მსგავსი მექანიზმი აქვს”. – წერს Bloomberg-ი.
თურქმა სასამართლო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა შეშფოთება გამოხატეს კანონის ბუნდოვან და ზოგად შინაარსთან დაკავშირებით. მათი თქმით, თურქეთის პოლიტიკური ინტერესები ცვალებადია და კანონის ბუნდოვანება შესაძლოა, მთავრობისადმი ნებისმიერი კრიტიკის ჩასახშობად იქნეს გამოყენებული.
ოპოზიციური რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის წევრის, ინან აკგუნ ალპის თქმით, კანონი “გაცილებით რეპრესიული გარემოსთვის” ნიადაგს მოამზადებს.
“ეს ძალიან სერიოზული ავტორიტარული კანონია. დანაშაულის განმარტება ბუნდოვანი შინაარსით [საშუალებას აძლევს მთავრობას], ყოველი ოპონენტი დასაჯოს. – თქვა ალპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება