BBC: მთელ მსოფლიოში COVID-ის ახალი ვარიანტი ვრცელდება

„COVID-ის ახალი ვარიანტი მთელ მსოფლიოში იწყებს გავრცელებას. ივნისში გერმანიაში აღმოჩენილი XEC-ის ვარიანტის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, დანიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გამოჩნდა,“ – ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანები უკვე ინფიცირდნენ კოვიდის ახალი ვარიანტით.

„ახალ ვარიანტს მუტაციის უნარი გააჩნია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის გავრცელებას შემოდგომაზე, თუმცა ვაქცინების დახმარებით შესაძლებელი იქნება რთული შემთხვევების თავიდან აცილება. ვირუსი წარმოიშვა Omicron-ის წინა ქვევარიანტებიდან“, – წერს მედიასაშუალება ექსპერტებზე დაყრდნობით.

ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ფრანსუა ბალუმ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ XEC-ს მცირე გადამდებლობა ახასიათებს, ვაქცინები მაინც კარგად მუშაობენ ვირუსის წინააღმდეგ.

„XEC-ი სავარაუდოდ ზამთარში დომინანტური სუბვარიანტი გახდება“, – ამბობს პროფესორი.

ამავე მოსაზრებას იზიარებს კალიფორნიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერიკ ტოპოლი.

ექიმების თქმით, XEC-ის სიმპტომები იგივეა, რაც დაახლოებით გრიპის სიმპტომები: ცხელება, ტკივილი, დაღლილობა, ხველა ან ყელის ტკივილი.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის სერვისების სააგენტო აცხადებს, რომ ვირუსების მუტაცია და ცვლილება ნორმალურია.

„ნორმალურია და მოსალოდნელია, რომ ვირუსები გენეტიკურად იცვლება დროთა განმავლობაში. ვაგრძელებთ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მონიტორინგს დიდ ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ COVID-ის ახალ ვარიანტებთან დაკავშირებით. ვაქცინაცია უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას COVID-19-ით გამოწვეული სერიოზული დაავადებისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან