BBC – მალიში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა, ძლიერ სიცხეს სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა. BBC -ის ინფორმაციით, ადამიანის ქმედებების გამოწვეული კლიმატის ცვლილებების გამო გლობალურმა ტემპერატურამ 1.4 გრადუს ცელსიუსით მოიმატა, თუმცა აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
გამოცემის ცნობით, მალიში ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
ქვეყანაში აპრილის დასაწყისიდან დღემდე მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 102 ადამიანი ემსხვერპლა.
მალის მეზობელ ქვეყანა, ბურკინა-ფასოში ძლიერი სიცხის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიამ ლექსმანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს – აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ