მირიამ ლექსმანი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს – აღშფოთებული ვარ პოლიციის ძალადობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

აღშფოთებული ვარ, თბილისში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის ამსახველი კადრებით, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„აღშფოთებული ვარ, თბილისში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის ამსახველი კადრებით. ეს სამართალდამცავი ორგანო არ არის. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაძაბულობასა და პოლარიზაციას ამწვავებს და საქართველო რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს“, – წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ