კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების […]

ისრაელში, მძევლების გათავისუფლების მიზნით „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გაიმართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა და მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში დარჩენილი 130-ზე მეტი მძევლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. კერძოდ, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას. ამასთან, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს […]

გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით […]

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორამციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების […]

თუ მე ვაღიარებ კოსოვოს, მაშინვე მივიღებ ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, მაგრამ რაში მჭირდება ეს პრემია? მე მჭირდება ჩემი ხალხის პატივისცემა – სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მოუტანს, მაგრამ, მისივე თქმით, მისთვის სერბი ხალხის პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია. “თუ მე ვაღიარებ კოსოვოს, მაშინვე მივიღებ ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, მაგრამ რაში მჭირდება ეს პრემია? მე მჭირდება ჩემი ხალხის პატივისცემა“, – აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი. კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც მანამდე სერბეთის […]

ორშაბათს დუმაში წარადგენენ კანონპროექტს „ფეიკებისთვის“ ქონების ჩამორთმევის შესახებ

22 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეიტანენ კანონპროექტს ქონების კონფისკაციის თაობაზე, მათ შორის რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკებისთვის. ამის შესახებ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისი სიტყვებით, პროექტი შესაძლებელს გახდის ფულის, ძვირფასეულობისა და სხვა ქონების კონფისკაციას, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია რუსეთის წინააღმდეგ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ინიციატივა სხვათა შორის გულისხმობს ქონების ჩამორთმევას ექსტრემისტული საქმიანობის მოწოდებებისთვის, რომლებიც […]

სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ბათუმის „პლაზასა“ და სხვა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში

ბათუმის „პლაზაში“, სადაც სავაჭრო ცენტრი და ოლიმპიური აუზია განთავსებული პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო ევაკუაცია განახორციელეს. ბათუმის პლაზაში მდებარე ოქროს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი გვეუბნება, რომ დაახლოებით 17:30 საათზე პოლიცია შენობაში შევიდა და ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა: „10 წუთი მოგვცეს დრო, იმისთვის რომ ობიექტები დაგვეტოვებინა. არაფერი აგვიხსნეს, როცა ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ასეა საჭირო. სავარაუდოდ უსაფრთხოების მიზნით. როგორც […]

წერეთელზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება: ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ […]

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის გამო ერისთავის ქუჩა დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. მერიის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ: · ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან; · ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 […]

ბათუმის ოთხ სავაჭრო ცენტრში სამართალდამცველები მუშაობენ – შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა

ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა. სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, […]