თორნიკე შარაშენიძე – თუ უკრაინაში ომი თუნდაც კორეული სცენარით დასრულდება, სიტუაცია რეგიონში და ჩვენთვის ძალიან ცუდად იცვლება

თუ უკრაინაში ომი თუნდაც კორეული სცენარით დასრულდება, სიტუაცია რეგიონში და ჩვენთვის ძალიან ცუდად იცვლება , – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. ამ კონტექსტში შარაშენიძე ფიქრობს, რომ ქვეყანა ცუდი სცენარისთვის უნდა ემზადოს. „უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც როგორ მორჩება, არავინ იცის. ახლა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ამოიქოქოს კონტრშეტევა. […]

“თუ მსოფლიოს არ სურს, ეს აგრესია რამდენიმე წელში ისევ განმეორდეს, მას [პუტინს] ახლავე უნდა გავუმკლავდეთ” | ზელენსკი

“თუ მსოფლიოს არ სურს, ეს აგრესია რამდენიმე წელში ისევ განმეორდეს, მას [პუტინს] ახლავე უნდა გავუმკლავდეთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ის არ ითვალისწინებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. “მას [პუტინს] არ სურს მშვიდობა უკრაინასთან. თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ […]

ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები – “ეს იყო ნამდვილი ომი…”

ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები – “ეს იყო ნამდვილი ომი…” · 71 2018 წელს, უფა­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სამ­მა ოფი­ცერ­მა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რო­მე­ლიც იქ გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. ეს გახ­და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში. გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვა იმ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ის­გან შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­ნიც­დი­და. და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და […]

ბათუმში, 4 სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმელების ცნობით, ბათუმში ოთხ სავაჭრო ცენტრში, მეტრო სითიში, გრანდ მოლში, ბათუმი პლაზასა და ბათუმი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის მითითებით, ობიექტები იქ მომუშავე ადამიანებმა და მომხმარებლებმა უკვე დატოვეს. ბათუმელების ცნობით, სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ. დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

სლოვაკეთის პრემიერი: რუსეთის შესაჩერებლად უკრაინამ ტერიტორიები უნდა დათმოს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ შაბათს, 20 იანვარს, განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერების ერთადერთი გზა, კიევის მიერ ტერიტორიების დათმობაა. ფიცომ ასევე დაამატა, რომ იგი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. “რაიმე სახის კომპრომისი უნდა არსებობდეს”, თქვა ფიცომ სლოვაკურ სამაუწყებლო კომპანია RTVS-სთან საუბრისას, “რას მოელიან, რომ რუსეთი ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს დატოვებს? ეს არარეალურია”. 24 იანვარს სლოვაკეთის […]

ბათუმში, 4 სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმელების ცნობით, ბათუმში ოთხ სავაჭრო ცენტრში, მეტრო სითიში, გრანდ მოლში, ბათუმი პლაზასა და ბათუმი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის მითითებით, ობიექტები იქ მომუშავე ადამიანებმა და მომხმარებლებმა უკვე დატოვეს. ბათუმელების ცნობით, სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ. დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, ფარისევლობას განაგრძობს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია SOVLAB-თან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ, ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიამ მისი ნათქვამი ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საპატრიარქოს თემის გამოყენებით, სპეკულაციებს, ფარისევლობასა და “შეტევაზე ყოფნას” გააგრძელებს. “ბექა მინდიაშვილისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად, აშშ-ს, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ვითარება სამეგრელო-სვანეთის გზებზე | განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო, კმ100-კმ178 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა […]

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ | ახალი დეტალები

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: “ბათუმი მოლი”, “გრანდ მოლი”, “მეტრო მოლი” და “ბათუმი პლაზა” კინოლოგები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც იქ მომუშავე ადამიანები, ისე რიგითი მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა. ამ დროისთვის ევაკუაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. მის […]