თუ მე ვაღიარებ კოსოვოს, მაშინვე მივიღებ ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, მაგრამ რაში მჭირდება ეს პრემია? მე მჭირდება ჩემი ხალხის პატივისცემა – სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მოუტანს, მაგრამ, მისივე თქმით, მისთვის სერბი ხალხის პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია.
“თუ მე ვაღიარებ კოსოვოს, მაშინვე მივიღებ ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, მაგრამ რაში მჭირდება ეს პრემია? მე მჭირდება ჩემი ხალხის პატივისცემა“, – აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი.
კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც მანამდე სერბეთის ერთ-ერთი პროვინცია იყო. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და რეგიონს, კვლავ, სერბეთის ნაწილად განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი